მალიში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა
მალის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ კიდალში გაეროს მშვიდობისმყოფელთა ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
გამოცემის ცნობით, დაიღუპა სამი ადამიანი, 14 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ორი გვინეიდან არის და ერთი ადგილობრივი სამოქალაქო პირია, რომელიც ბაზაზე კონტრაქტით მუშაობდა.
სამშვიდობო მისიის ინფორმაციით, ტერორისტებმა ბაზის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. მალიში გაეროს სამშვიდობო მისია 2014 წლიდან მოქმედებს.