სირიის ოპოზიციის ძალებმა რუსულ ავიაბაზაზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს (ვიდეო)
თურქული გამოცემა Hurriyet–ის ცნობით, 26 ნოემბერს სირიაში რუსულ ავიაბაზაზე სირიის ოპოზიციის ძალებმა საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. დაჯგუფება ახრარ აშ–შამის დარტყმის შედეგად რუსულ ბაზაზე არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამ ინფორმაციის მიხედვით, საარტილერიო დაბომბვის შემდეგ ჰაერში არც ერთი რუსული თვითმფრინავი არ აფრენილა. ინტერნეტში შესაბამისი ვიდეოც გავრცელდა. ისრაელის გაერთიანება InformNapalm საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ რუსულ ავიაბაზაზე არიან დაღუპულები და დაჭრილები, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი უცნობია.