ტიმოშენკო: მე დავბრუნდი,- ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით

 უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო ბერლინის კლინიკიდან უკვე კიევში დაბრუნდა, ამის შესახებ იულია ტიმოშენკომ სოციალურ ქსელ ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა.
„მე დავბრუნდი, – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მადლობა მათ, ვინც ჩემი გულშემატკივარი იყო ამ მკურნალობის დროს, ხოლო მათ, ვინც არ მელოდა, ვეტყვი, რომ თანავუგრძნობ“,- წერს იულია ტიმოშენკო. იულია ტიმოშენკო ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბერლინის კლინიკა „შარიტე“-ში მკურნალობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები