2016 წლიდან ჯანდაცვის ბიუჯეტი სამ მილიარდ ლარს გადააჭარბებს

2016 წლიდან ჯანდაცვის ბიუჯეტი სამ მილიარდ ლარს გადააჭარბებს, – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის კი გამოყოფილი იქნება დაახლოებით 570 მილიონ ლარამდე.
“თუ ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წელს მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენდა, 2016 წელს ის 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ჯანდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიარდ 100 მილიონი იქნება. მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილი იქნება დაახლოებით 570 მილიონ ლარამდე, რაც 2012 წელს არ იყო გათვალისწინებული. ყველას მინდა შევახსენო, რომ ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და სახელმწიფო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხარჯებს ფარავს”, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დევნილებისთვის გათვალისწინებულია 85 მილიონ ლარამდე.
“ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო. ჯანდაცვის შემდეგ, ყველაზე მეტი ბიუჯეტი განათლებაზე იქნება მობილიზებუილი. ეს იქნება დაახლოებით მილიარდი ლარი. ჩვენი მოსვლიდან ბიუჯეტი დაახლოებით 55%-ით გაიზარდა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები