კლიჩკო: სასწრაფოდ უნდა გამოვიყვანოთ სამხედრო ძალები ყირიმიდან

არ შეიძლება გავრისკოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლით, აუცილებელია ყირიმის დროებითი დისლოკაციის ადგილიდან გამოვიწვიოთ სამხედროები,- ამის შესახებ პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„ყირიმი იყო და არის უკრაინა, დღეს ის დროებით ოკუპირებულია. დაუშვებელია უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოება და სიცოცხლე ხელისუფლებამ საფრთხის ქვეშ დატოვოს“, – განაცხადა ვლადიმერ კლიჩკომ.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს გზა და საშუალება, რათა დაიცვას ყირიმის ტერიტორიაზე დარჩენილი სამხედროების სიცოცხლე. მისივე განცხადებით, ისინი ნახევარკუნძულზე ოკუპანტებით არიან გარშემორტყმული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები