გიორგი გახარია: თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდის გეგმა წლის ბოლომდე გახდება საჯარო

ეკონომიკური საბჭოს მდივნის გიორგი გახარიას განცხადებით, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდის გეგმა წლის ბოლომდე გახდება საჯარო.
როგორც ჟურნალისტებს მან განუმარტა, ეს შეიძლება იყოს 5, ან 8 წლიანი გეგმა, რომელიც ბიზნესისთვის საჯარო, წლის ბოლომდე გახდება.
“თამბაქოს ნაწილში ეს მარტივია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან გარკვეული ვალდებულებები, რომ 5 წლისთავზე უნდა მივიდეთ გარკვეულ ნიშნულამდე და ამ გეგმის შედგენა მარტივია. ვიცით, რომ ყოველ წელს რაღაცნაირად უნდა გადავხედოთ ამას”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები