თეა წულუკიანი: საქართველოში რაიმე ხელშესახები მუქარა და საფრთხე არ არსებობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტერორიზმის კუთხით მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის რეალური საფრთხე და მუქარა არ არსებობს. მინისტრის თქმით, უსაფრთხოების სამსახურები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, რათა ქვეყანასა და მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქროს.

“საქართველოში რაიმე ღია და ხელშესახები მუქარა და საფრთხე, რომელიც რეალიზებადი შეიძლება იყოს, არ არსებობს. ჩვენი სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემა ბოლომდე მობილიზებულია და არცერთი ეს უწყება არ დაიშურებს ძალისხმევას, იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. დღეს არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ საქართველოში ვინმე პანიკას მიეცეს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები