გია ვოლსკი საქართველოში არსებულ კონფესიებს გამონათქვამებში სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოში არსებულ კონფესიებს პასუხისმგებლობის გამოვლენისა და გამონათქვამებში სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
გია ვოლსკი საქართველოში არსებულ ყველა კონფესიას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
„მე მგონია, რომ ყველა რელიგიური კონფესია, როგორც ყოველთვის, ისტორიისა და საუკუნეების მანძილზე, გამოიჩენს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას და ამ დროსა და სიტუაციაში, როდესაც რელიგიური გადახრა და გამოვლინება აქვს ბევრ კონფლიქტს მსოფლიოში, გამოიგონებენ იმას, რომ საქართველოში არ მოხდეს დაპირისპირება, რაც არასდროს ყოფილა. მაღალი პასუხისმგებლობა ყველასგან არის საჭირო, რათა ნაკლები პრეტენზიები ვუთხრათ ერთმანეთს“, – აცხადებს გია ვოლსკი.
რელიგიური პოლიტიკის სტრატეგიასთან დაკავშირებით საუბრის მზადყოფნას გამოთქვამს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. „ჩვენ, მთავრობასთან, რელიგიის საბჭოსთან და არასამთავრობოებთან ერთად, ვიმუშავეთ და მზაობა აქვს კომიტეტს, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ წარმომადგენელს შეხვდეს. ჩვენ ჩვენი სამართლებრივი ბერკეტებით ამ პროცესში შევასრულებთ მშვიდობიან და მონიტორის როლს, რომ ამ საკითხებზე განსაკუთრებით სწრაფად რეაგირებდეს სახელმწიფო,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.