გიგი წერეთელი უმრავლესობას პენსიის 50 ლარით გაზრდის საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პენსიის 50 ლარით გაზრდის ინიციატივაზე მსჯელობისკენ მოუწოდა. აღნიშნული განცხადება მან დღეს პლენარულ სესაზე სიტყვის გამოსვლისას გააკეთა.

როგორც წერეთელმა გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკა დღეს მძიმე სიტუაციაშია. „ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ეხება პენსიის 50 ლარით მომატებას. ბოლო რამდენიმე თვეა ამ საკითხზე დებატები გვაქვს. მაშინ, როდესაც ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილია 450 მილიონ ლარზე მეტად, ამ დროს პენსიონირების ხარჯები შემცირდა დოლართან მიმართებაში. ვფიქრობთ, რომ არსებობს შესაძლებლობა პენსიების მომატების. კვლევებს, რომელსაც ატარებს არასამთავრობო სექტორი, ჩანს, რომ ხარჯები ბოლო პერიოდში 2-ჯერ უფრო გაზრდილია, ვიდრე ეს არის სტატისტიკურ მონაცემებში. თქვენ თუ დაივლით სოფლებსა თუ რაიონებში მაღაზიებს, ნისიების დიდი სიებია, რომელიც უქადის გაკოტრებას ამ პატარა მაღაზიებს. მთავრობის არაკომპეტენტურმა ქმედებამ მოიტანა მსგავსი შედეგი. ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ მიგვაჩნია სწორად, ვინმემ ფული დახარჯოს იმაზე, რომ ბიუროკრატები უფრო კარგად ცხოვრობდნენ. ამგვარი ხარჯები ასეთ ვითარებაში, როცა ხალხს უჭირს, არ უნდა იყოს. ამიტომაც მოგიწოდებთ, მოვაკლოთ იმ არასწორ ხარჯებს, რაზეც ჩვენ მიგითითებთ. ახლა საბიუჯეტო პროცესი და დებატები შევა აქტიურ ფაზაში, ამიტომ მიგითითებთ, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები