პარლამენტმა ორი ახალი მაჟორიტარის სადეპუტატო უფლებამოსილება აღიარა

 

საქართველოს პარლამენტმა ორი ახალი მაჟორიტარის სადეპუტატო უფლებამოსილება აღიარა. მარტვილის მაჟორიტარულ ოლქში არჩეული სოსო დანელიას უფლებამოსილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 90 ხმით, დეპუტატებმა ერთხმად ცნეს. საგარეჯოში არჩეული თამარ ხიდაშელის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კი მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ორივე მაჟორიტარი კოალიცია “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები