თეა წულუკიანი: ირაკლი შოთაძე ყველა იმ მთავარ პროკურორზე უკეთესი იქნება, რომელიც კი აქამდე გვყოლია

“მჯერა, რომ ირაკლი შოთაძე მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, თუკი მას პარლამენტი აირჩევს, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე არის თუნდაც ამჟამინდელი მთავარი პროკურორი”, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძე იქნება ყველა იმ მთავარ პროკურორზე უკეთესი, რომელიც კი აქამდე ამ თანამდებობას იკავებდა. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია რეფორმების მხრივ ყველა სამართალდამცავმა ორგანომ თანამშრომლობა გააგრძელოს.

,,საპროკურორო საბჭოს სამი კანდიდატი მე წარვუდგინე. გასაუბრების შედეგად, რომელთა აუდიოჩანაწერები საჯაროდ არის გამოქვეყნებული, აღმოჩნდა, რომ 13 ხმა მიიღო ირაკლი შოთაძემ. მე მჯერა, რომ ირაკლი შოთაძე მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, თუკი მას პარლამენტი აირჩევს, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე არის თუნდაც ამჟამინდელი მთავარი პროკურორი. ის იქნება ყველა იმ მთავარ პროკურორზე უკეთესი, რომელიც კი აქამდე გვყოლია. მას ექნება იმის ღრმა რწმენა, რომ სამართლებრივი რეფორმების გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საქართველო და ამ რეფორმებში ჩვენ, იუსტიციის სამინისტრომ და ყველა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა ვიაროთ ხელიხელ ჩაკიდებული”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები