„თურქეთს უფლება აქვს, დაიცვას თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“

ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი გუშინ თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც ელჩმა განაცხადა, თურქეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს, უფლება აქვს, დაიცვას თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
“კითხვის გარეშეა, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენს მოკავშირეებთან და ასევე კითხვა არ ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს, აქვს უფლება, დაიცვას თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ასეთი ინციდენტი ხაზს უსვამს დიალოგის საჭიროებას და აქცენტი უნდა გაკეთდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, სირიაში მიმდინარე ტრაგედიიდან გამოსვლის გზების ძიებაზე. ორ მხარეს შორის მნიშვნელოვანი იქნება დიალოგის წარმართვა და ვითარების შემდგომი დეესკალაცია”, – აღნიშნა ამერიკის ელჩმა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები