ბელგიის დედაქალაქში სკოლები გაიხსნა
ბელგიის დედაქალაქში სკოლები გაიხსნა, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა. როგორც “ბიბისი” აღნიშნავს, ბრიუსელში უმაღლესი ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მოქმედებს, ასობით შეიარაღებული სამართალდამცველი და ჯარისკაცი ქუჩებში პატრულირებს.
უკანასკნელი მონაცემებით, ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა პარიზის ტერაქტებთან კავშირში 5 ადამიანი დააკავეს. კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.
13 ნოემბერს პარიზის ტერაქტების დროს 130 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.