მოლდავეთის ვერტმფრენის ეკიპაჟი „თალიბებმა“ ტყვედ აიყვანეს

ავღანეთში ვერტმფრენის ეკიპაჟი, რომელიც მოლდავეთის მოქალაქეებისგან შედგებოდა, თალიბებმა ტყვეს აიყვანეს. მოლდავეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენის ეკიპაჟი გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობდა, რა დროსაც ის „თალიბანის“ წარმომადგენლებმა ჩამოაგდეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, მძევლების აყვანის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. მძევლად 16 პირი იმყოფება. ავღანეთის უშიშროების ძალებმა უკვე სცადეს მძევლების გათავისუფლება, მაგრამ „თალიბების“ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ამასთანავე, „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შტურმის გამეორების შემთხვევაში, ისინი მძევლებს სიკვდილით დასჯიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები