ტუნისში ავტობუსის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
ტუნისში ქვეყნის პრეზიდენტის დაცვის თანამრომელთა ავტობუსის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მომხდარზე არცერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია. აფეთქება ერთ-ერთი პარტიის ოფისის სიახლოვეს მოხდა. ტუნისის პრეზიდენტმა მომხდართან დაკავშირებით ქვეყანაში 30- დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის დედაქალაქში საკომენდანტო საათი იმოქმედებს. ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ტუნისში ივნისში მოხდა. მაშინ სუსეს კურორტზე ტურისტებზე თავდასხმის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.