უნგრეთში ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც ტერაქტს ამზადებდნენ
უნგრეთის პოლიციამ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა. ქვეყნის ანტიტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილები ბუდაპეშტში ჩასვლამდე დააკავეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, დაკავებულების მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვეს. გარდა ამისა, მათ სახლში თვითნაკეთი ბომბების წარმოების ლაბორატორია აღმოაჩინეს. დაკავებულების ვინაობა არ სახელდება. ასევე უცნობია, არიან თუ არა ისინი დაკავშირებულები ისლამისტ რადიკალებთან და პარიზში 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტთან.