საფრანგეთის ქალაქ რუბეში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა
საფრანგეთის ქალაქ რუბეში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა. ეს ქალაქი ბელგიის საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს BFM TV-ს ცნობით, შტურმის დროს ერთი თავდამსხმელი მოკლეს, ხოლო დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. მათი ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. მძევლები, რომელთა შორის ორი ბავშვი იყო, არ დაშავებულან. ადგილზე „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატია აღმოჩენილი. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა მძევლად აიყვანეს ადგილობრივი ბანკის დირექტორი და მისი ოჯახი. გამოძიების ვერსიით, საუბარი არ არის ტერორისტულ თავდასხმაზე და ეს თავდამსხმელები მძარცველები იყვნენ.