ჟირინოვსკიმ ყირიმს ტურისტებისთვის კარვების მომზადება ურჩია
რუსეთის ”ლიბერალ-დემოკრატიული” პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ყირიმის ხელმძღვანელობასთან დეპუტატების შეხვედრისას განაცხადა, რომ 2014 წლის ზაფხულში ყირიმი შეეჯახება რუსი ტურისტების მოზღვავებას, – ამის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება. “ნუ გეშინიათ, თქვენ დაიხრჩობით ჩვენი ტურისტების სიმრავლით, მოამზადეთ კარვები”, -განუცხადა ყირიმელ ჩინოვნიკებს ჟირინოვსკიმ. პარლამენტარებმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ასევე შესთავაზეს, რომ დამსვენებლებს კარვები გამოუყონ – “სტიქიური უბედურებისგან გადასარჩენად კი არა, არამედ “კეთილშობილური მიზნებისთვის”. „კომუნისტური პარტიის“ ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა ყირიმის დამსვენებლების 6 მილიონიდან 8 მილიონამდე რაოდენობის გაზრდაზე ისაუბრა.