აიუფ ბორჩაშვილისა და 3 პირის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამრთლო აიუფ ბორჩაშვილისა და კიდევ 3 პირის ბრალეულობაზე მსჯელობს. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა, რომელმაც პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი ნაწილობრივ დახურა. მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა მხოლოდ პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს.
როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, პროკურატურამ ეს შუამდგომლობა პანკისელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე დააყენა. რადგან, მათი თქმით, ისინი ამ საქმეზე მოწმეები არიან და შესაძლოა, მათ უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნათ. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფთა და ბრალდებულთა უკმაყოფილება მოჰყვა.
სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბრალდება მათ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტულ ორგანიზაციებში ადამიანების გაწევრიანების ორგანიზებას და დახმარებას ედავება. საუბარია პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გადაყვანაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები