ერეკლე კოდუაზე ძებნა გამოცხადდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანზე- ერეკლე კოდუაზე ძებნა გამოცხადდება, – ამის შესახებ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორებმა განაცხადეს. ბრალდების მხარის განცხადებით, განჩინების ჩაბარების შემდეგ ისინი ერკლე კოდუაზე ძებნას გამოაცხადებენ.
როგორც პროკურორებმა აღნიშნეს, ბრალდებულმა ერეკლე კოდუამ გამოძიებას თავი აარიდა და მიმალვაში იმყოფება. ადვოკატების თქმით კი, პროკურატურის შუამდგომლობა დასაბუთებული არ იყო. რაც შეეხება იმას, გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, ამასთან დაკავშირებით ერეკლე კოდუას ადვოკატები გადაწყვეტილებას განჩინების ჩაბარების შემდეგ მიიღებენ.