გიორგი მარგველაშვილი მალიში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მალის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტული აქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
პრეზიდენტი, ქართველი ხალხის სახელით, მალის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. მარგველაშვილის თქმით, აღნიშნული აქტი ადასტურებს იმას, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგია არ გააჩნია.
“20 ნოემბერს მსოფლიო კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ტერაქტის მოწმე გახდა. ტერორისტთა თავდასხმამ მშვიდობიან მოქალაქეებზე მალის დედაქალაქ ბამაკოში დაადასტურა, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგია არ გააჩნია. გარდაცვლილთა შორის სხვადასხვა წარმომავლობის და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები არიან. ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა დაღუპულის ოჯახს. მძევალთა გათავისუფლების ოპერაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობით მოხერხდა მათი დიდი ნაწილის გათავისუფლება. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები