ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას “ცუდი ჟესტის” გამო, აკრიტიკებს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას აკრიტიკებს. როგორც ელისაშვილმა გადაცემა “პოლიტიკაში“ განაცხადა, ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრების დამტკიცების პროცედურაზე არ დასწრებით თანამშრომლებისა და საკრებულოს მიმართ უპატივცემულობა გამოხატა.
“დღეს ძალიან უპატივცემულოდ მოექცა დავით ნარმანია ჯერ თავის თანამშრომლებს და მერე საკრებულოს, 5 მნიშვნელოვანი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი დავამტკიცეთ დღეს. მე მხარი დავუჭირე მათ. ნარმანია არ მოვიდა და არ წარადგინა ეს ადამიანები საკრებულოს წინაშე. რატომ არ მოვიდა, ეს ნარმანიას უნდა ვკითხოთ, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი ჟესტი, საკრებულოსადმი უპატივცემულობა, მათი კანდიდატურები შესაძლოა “ჩავარდნილიყო“… ნებისმიერ შემთხვევაში, ქალაქის მერმა უნდა წარადგინოს თავის დაქვემდებარებაში არსებული ხალხი, რომელთაც შემდგომ პასუხი უნდა მოსთხოვოს, ამ ხალხის ნაწილს ვიცნობდით მოვიდნენ და თავი თავად წარიდგინეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თბილისის მერი დავით ნარმანია კანდიდატების დამტკიცებასთან დაკავშირებით გამართულ, თბილისის საკრებულოს სხდომას არ დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები