ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ეფექტიანობის აუდიტი მიმდინარეობს

ჰარმონიზაციის ცენტრის ხელშეწყობითა და ევროკავშირის მხარდამჭერი პროექტის დახმარებით, ფინანსთა სამინისტროში შიდა აუდიტორები პირველად ატარებენ ეფექტიანობის აუდიტს. ამჟამად, ეფექტიანობის აუდიტი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი შალვა კიკნაძე, ჰარმონიზაციის ცენტრის სამდივნოს ხელმძღვანელი ნინო ელიაშვილი და ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის ექსპერტი ნიჰად ნაკაში, აკადემიის დირექტორს, თამარ ჯაფარიძეს შეხვდნენ.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ეფექტიანობის აუდიტის ძირითად მიზნებსა და აუდიტის პროცესში გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ცნობისთვის, ეფექტიანობის აუდიტი კიდევ ერთ პილოტურ უწყებაში – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ტარდება. შიდა აუდიტის ფუნქციის გაძლიერება სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის ნაწილია და მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები