მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სტიპენდიას მიიღებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი წარჩინებული მაგისტრანტებისთვის სტიპენდიის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“წარჩინებულ მაგისტრანტებს მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ. ქალაქ თბილისის საკრებულომ დღეს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი დაამტკიცა, რომელიც მათ შორის ეხება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების ფინანსურ წახალისებას, კერძოდ, სოციალური სტატუსის მიუხედავად, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სახელმწიფო უნივერსიტეტების მაგისტრანტების წახალისება სტიპენდიის სახით მოხდება.
წელს პირველად სტიპენდიაზე განაცხადის უფლებას მოიპოვებენ მაგისტრანტები, რომლებმაც 2015 წლის გახაფხული-ზაფხულის სემესტრში ყველა საგანმანათლებლო საგანში 91-100 ქულის მიღება შეძლეს. აღნიშნული წესის მიღება ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი და წინგადადგმული ნაბიჯია. წარჩინებული სტუდენტების წახალისება შრომის ბაზარზე სტუდენტების კონკურენტუნარიანობას საბოლოოდ აამაღლებს და მაღალპროფესიონალი კადრების აღზრდას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია თამარ ტალიაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები