2 თვის ბავშვის დედა რულოვსის კლინიკის ექიმებს ანალიზების გაყალბებაში ადანაშაულებს

ნინო კანდელაკი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის მიერ დაფუძნებული „სკრინგ ცენტრის“ მედპერსონალს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.
როგორც „კვირას“ ნინო კანდელაკმა განუცხადა, იგი „სკრინინგ ცენტრის“ მედიკოსების წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. მისი თქმით, იგი 24 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით მიმართვს. ნინო კანდელაკი ამ ეტაპზე „კვირასთან“ საუბრისას ვერ აკონკრეტებს, თუ რა მოთხოვნებს დააყენებს სასარჩელო განცხადებაში მედიკოსების წინააღმდეგ.12285864_1039535129402313_59688685_n
„2 თვის ბავშვი მივიყვანე აღრიცხვაზე ასაყვანად ე.წ. სანდრას კლინიკაში, ვარკეთილში. ტერიტორიულად იქ უწევდა. გამიშვეს სისხლის ანალიზზე, აცრამდე სჭირდებაო. გუშინ მოვიდა პასუხი და ბავშვს ჰქონდა როე – 102 ნორმა 25-მდე და შესაბამისად ამ მონაცემით ბავშვი უნდა ყოფილიყო უმძიმეს მდგომარეობაში. არადა, იდეალურ ხასიათზე იყო, ჭამდა, იცინოდა. წუხელ როგორ გავათენე, არ მახსოვს, დილას წავიყვანე ლიმბახში და სასწრაფოდ ახალი ანალიზი გავუკეთე (გუშინ ვეღარ მოვასწარი, ვიკეტებითო, რომ დავრეკე). დაჩქარებული გავაკეთებინე და ახლა მომივიდა როეს პასუხი – 4. სრული შოკი მაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ბავშვი ჯანმრთელია, მაგრამ ახლა მაინტერესებს, რა უნდა ვუყო ლუი პასტერის ლაბორატორიას, რომელიც ამ სანდრას კლინიკას ემსახურება და რომლის ლაბორანტიც გუშინ ამტკიცებდა, რომ ორჯერ გადაამოწმა ბავშვის ანალიზი და ნამდვილად 102 ჰქონდა როე. ამის გარდა, ყველა სხვა მონაცემში, რაც იმათთან ოდნავ მომატებული და ზღვარს ქვევით ჰქონდა, მშვიდობა აქვს“, – ეს სტატუსი ნინო კანდელაკმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 20 ნოემბერს გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ამ სტატუსის შემდეგ 2 თვის ბავშვის დედას ჯანდაცვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და ურჩიეს, უწყებისთვის განცხადებით მიემართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები