“როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, 4 თეთრით შევამცირეთ ელექტროენერგიის საფასური”
როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, 4 თეთრით შევამცირეთ ელექტროენერგიის საფასური, – ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
“ამ მიმართულებით ჩვენ ფართო განმარტებები გავაკეთეთ. ეს რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის მძიმე და მტკივნეულია, როდესაც ჩვენ იმ ძველ ნიშნულს დავუბრუნდით. როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, 4 თეთრით შევამცირეთ ელექტროენერგიის საფასური, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც დოლარი ლართან მიმართებაში გამყარდა, ჩვენ გვიწევს, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში დიდი რაოდენოთ ელექტროენერგიის შემოტანა, ასევე თბოელექტროსადგურები, რომლებიც გაზზე მუშაობს და ჩვენ გაზის საფასურს დოლარს ვიხდით – ამის გამო მოხდა ტარიფის კორექტირება და იმ ძველ ნიშნულზე დაბრუნება, რომელიც 2012 წლამდე იყო”, – განაცხადა კალაძემ.