კახა კალაძე: აუცილებელია ყველამ, მინისტრებმა, პრეზიდენტმა ჩვენი საქმე ვაკეთოთ

ვიცე პრემიერის და ენეგრეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ყველამ საკუთარი საქმე აკეთოს.
“ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველამ, მინისტრებმა, პრეზიდენტმა ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ვფიქრობ, ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის გაძლიერებას და არა – შოუების მოწყობას, რაღაც ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოების პრობლემა არ არის.
“მე არ ვაპირებ რაღაც შოუებში მონაწილეობის მიღებას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველამ, ეს იქნება მინისტრი, პრეზიდენტი, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ვფიქრობ, ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქცვეყნის გაძლიერებას, განვითარებას და არა შოუების მოწყობას, რაღაც ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან ენერგეტიკის მინისტრმა 4 დეკემბრისთვის დანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება.
“მე ვფიქრობ, კრიზისების საბჭოზე ლბათ ყველაფერი იყო დეტალურად განხილული, ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს შეიძლება არსებობდეს ქვეყანასთან მიმართებაში. მე ვფიქორბ, ეს ყველაფერი რაღაც შოუს ემსგავსება. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენს ქვეყანას და ხალხს მივხედოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მთავრობას ოთხი მიმართვა გაუგზავნა, თუმცა პასუხი არ მიუღია. ერთ-ერთი მიმართვა ენერგოუსაფრთხოებას უკავშირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები