გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, არჩევნებისთვის მზადების და ევროპული და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.
შეხვედრისას ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი შეაფასა, და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის დროს განხილულ საკითხებს ვაშინგტონში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. ბრეჯიტ ბრინკმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებულ როლზე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. მხარეებმა ამერიკასა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები