ზურაბ აბაშიძე – იმედი მაქვს, რომ რუსეთის ციხეებში ჯაშუშობისთვის მყოფ ქართველებს გაათავისუფლებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ რუსეთის ციხეებში ჯაშუშობისთვის მყოფ ქართველებს ახალ წლამდე გაათავისუფლებენ, – ამის შესახებ აბაშიძემ პრაღაში მას და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
ასევე აბაშიძე აცხადებს, რომ მხარეებმა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხები განიხილეს. გრიგორი კარასინს და ზურაბ აბაშიძეს შორის შეხვედრა პრაღაში 19 ნოემბერს გაიმართა. მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 2016 წლის თებერვალში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები