უჩა ნანუაშვილი თეა წულუკიანს აკრიტიკებს

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს წევრი არ უნდა იყოს. როგორც ომბუდსმენმა განმარტა, მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, ამიტომ ჩნდება კითხვები, ხომ არ არის საბჭო მთლიანად პოლიტიზებული. სახალხო დამცველი ასევე “პროკურატურის შესახებ “კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის.
“აუცილებელი არის მუშაობის გაგრძელება, რომ კანონში კიდევ შევიდეს ცვლილებები, რომელიც უფრო მეტ სტანდარტებს დაამკვიდრებს ქვეყანაში პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით. მინისტრი არ უნდა იყოს ამ საბჭოში, რადგან მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა და მისი მონაწილეობა, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს იწვევს, ხომ არ არის საბჭო მთლიანად პოლიტიზებული. ამიტომ ეს გაურკვევლობა რომ ავიცილოთ, აუცილებელია, რომ მინისტრი არ მოიაზრებოდეს ამ საბჭოში”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საპროკურორო საბჭომ პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები