ბერნარდ კუშნერი მზად არის, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში დაეხმაროს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბერნარდ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების გატარებაში დაეხმარება. როგორც კუშნერმა თბილისში ჩამოსვლისას განაცხადა, ის მზადაა იმუშაოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან ერთად იმუშაოს.
,,გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიმყოფებოდი და მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი. არა მხოლოდ მოგონებების თვალსაზრისით, არამედ იმიტომ, რომ ვარ და ვმუშაობ თქვენთან ერთად. ვარ ,,გლობალური ალიანსის“ თავმჯდომარე. ეს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც მუშაობს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სურვილი იყო ჩამოვსულიყავი და დავხმარებოდი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმების განხორციელებაში. რა თქმა უნდა, დეტალებზე არ ვისაუბრებ. ჩვენ გვაქვს სამუშაო შეხვედრა მინისტრთან ვიზიტი ფაგლებში. თქვენს ქვეყანას სჭირდება აღნიშნული რეფორმა. დღეს მნიშვნევლოანი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, მისი გაუმჯობესების ერთ-ერთი წინაპირობა, სწორედ გამართული ჯანდაცვის სისტემაა. ის იცვლება თითქმის ყოველდღიურად და ყოველწლიურად. თქვენი ქვეყანა ამ ეტაპზე ამ ცვლილების შუა გზაზეა. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ და გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მოგაწოდოთ იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შევცვალეთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საფრანგეთში. მზად ვარ ვიმუშაო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე მინისტრთან ერთად“, – განაცხადა კუშნერმა.