ტონი ბლერი: ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ ბარბაროსებთან ბრძოლაში
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს. როგორც ბლერმა “მოამბესთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ფრანგ ხალხს სოლიდარობა ყველამ გამოუცხადოს.
“დიდმა ბრიტანეთმა სრული მონაწილეობა უნდა მიიღოს ტერორიზმთან ბრძოლაში. თქვენ რომ ახლა პარიზში იყოთ, იგრძნობდით რომ იქ ნამდვილად ომია. სწორედ ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. მე ვფიქრობ, რომ ამ მწუხარების დროს ძალიან მნიშვნელოვანია დავანახოთ ფრანგ ხალხს სოლიდარობა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბრიტანელები, ევროპელები და მთელი მსოფლიო მივყვეთ ამ პრობლემას ნაბიჯ-ნაბიჯ და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ ბარბაროსებთან ბრძოლაში, ტერორიზმთან ბრძოლაში, რომელიც ანგრევს მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრებას, თუმცა ამას არანაირი მომავალი არ აქვს”, – განაცხადა ტონი ბლერმა.