მიკ ჯაგერმა გარდაცვლილ მეგობარ ქალს წერილი მისწერა
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა მიკ ჯაგერის მეგობარი ქალი, ცნობილი დიზაინერი ლორენ სკოტი. პოლიციელები ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა თვითმკვლელობაზე საუბრობენ. ბევრს კი ვერ ამოუხსნია, რატომ გადაწყვიტა ლორენმა თავის მოკვლა. მომხდარის შემდეგ მიკ ჯაგერმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც მან აღნიშნა, რომ ძალიან უჭირს მომხდართან შეგუება და ვერ იჯერებს, რომ ლორენმა თავის მოკვლა გადაწყვიტა. “ჩვენ ერთად ბევრი ულამაზესი წელი გავატარეთ. მისი სილამაზით და ნიჭიერებით აღფრთოვანებული ვიყავი, სხვებიც, და არა მხოლოდ მე”, -განაცხადა როკმომღერალმა. წერილი კი ასეთი სიტყვებით დაასრულა: “მე არასდროს დამავიწყდება ლორენ სკოტი”.