სენ-დენიში დაღუპული თვითმკვლელი ტერორისტი ქალის ვინაობა ცნობილია

ბელგიურმა მედიამ სენ-დენიში აფეთქებული თვითმკვლელი ტერორისტი ქალის ვინაობა დაასახელა. როგორც გამოცემა DH.be იუწყება, ქალი, რომელმაც „შაჰიდის ქამარი“ ააფეთქა, 26 წლის საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი ჰასნა აიტბულაჰენია. ის აბდელჰამიდ აბაუდის დეიდაშვილია. აბაუდი პარიზის ტერაქტების ორგანიზატორად ითვლება.
გამოცემა „გარდიანი“ იუწყება, რომ ჰასნა აიტბულაჰენი 2012 წლიდან ეჭვმიტანილთა სიაში ირიცხებოდა და მას სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ. ამასთანავე, ის ტერორისტებთან უშუალო კონტაქტში შემჩნეული არ ყოფილა, მუშაობდა სამშენებლო ბიზნესში და მისი საქმიანობა სპეცსამსახურების ეჭვს არ იწვევდა. ამიტომ მოგვიანებით მასზე თვალთვალი შეწყდა. ასევე ცნობილი გარდა, რომ აფეთქებამდე ჰასნა აიტბულაჰენმა დანაშაულის რამდენიმე თანამონაწილესთან დარეკვა მოასწრო და მათ საფრთხის შესახებ შეატყობინა. თუმცა სწორედ ამ ზარების მეშვეობით პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავა. შეგახსენებთ, რომ პარიზის სენ-დენის შემოგარენში სპეცოპერაცია 18 ნოემბერს ჩატარდა. ოპერაციის დროს ორი ტერორისტი დაიღუპა, შვიდი კი პოლიციამ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები