მარსელში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერებმა ებრაელი მასწავლებელი დაჭრეს

საფრანგეთის ქალაქ მარსელში სამმა ადამიანმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეები არიან, ებრაელი ეროვნების მასწავლებელი დანით დაჭრეს.
ტელეარხ RTL-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ისტორიის მასწავლებელს დანით სამი ჭრილობა მიაყენეს. პოლიციამ ჯერჯერობით დამნაშავეები ვერ დააკავა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები