საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – პარიზის ტერაქტების დროს ერთ-ერთი დაღუპული ეთნიკურად რუსია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის დროს ეთნიკურად რუსი ნატალია ბულიგინა-ლორენი დაიღუპა. მისი ცხედარი ნათესავებმა ამოიცნეს.
როდესაც სასწრაფოებს დაღუპულები და დაჭრილები ტერაქტის ადგილიდან მიჰყავდა, ბულიგინას მეუღლემ – სერჟ ლორენმა მეუღლე დაკარგა. მას სამი დღე ეძებდნენ. ნატალია ბულიგინას დაკარგვის შემდეგ მის მოსაძებნად მოსკოვიდან პარიზში ნათესავები, მათ შორის დედამისი ჩავიდა. ახალგაზრდა ქალს ოთხი შვილი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები