აშშ-ს 22-მა შტატმა სირიელი ლტოლვილების მიღებაზე უარი განაცხადა
შეერთებული შტატების 22-მა შტატმა პარიზის ტერაქტების შემდეგ სირიელი ლტოლვილების მიღებაზე უარი განაცხადა. კერძოდ, ამას მხარი დაუჭირეს აიოვის, ტეხასის, არკანზასის, ოკლაჰომის, ფლორიდის და სხვა შტატების გუბერნატორებმა.
ასევე აკრძალვას მხარი დაუჭირეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა “რესპუბლიკური პარტიიდან” დონალდ ტრამპმა და სენატორებმა: მარკო რუბიომ და რენდ პოლმა. ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა კრის კრისტიმ კი განაცხადა, რომ „აშშ-მ მცირეწლოვანი ობოლი სირიელი ბავშვებიც არ უნდა შეუშვას“.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული შეტევების მიუხედავად, შეერთებულ შტატებში ლტოლვილების განთავსების პროგრამა უცვლელი იქნება. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ოაბამა 2016 წელს 10 ათასი სირიელი ლტოლვილის მიღებას გეგმავდა.