BBC – ჰარვარდის უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოცხადდა
რამდენიმე საათის წინ აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან სტუდენტების და სასწავლებლის აკადემიური პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ადამიანების ევაკუირება შენობის 4 კორპუსიდან მოხდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლა აიკრძალა. ინფორმაციას ჰარვარდის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა, რომელიც შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ იუწყებოდა.
იხილეთ ბმული: http://www.harvard.edu