„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“ „განათლების რეგიონალური გამოფენა 2015“-ზე წარსდგა
დღეს, რუსთავში განათლების რეგიონალური გამოფენა გაიხსნა, სადაც „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა“ საკუთარი საგამოფენო სტენდი წარადგინა და ქვემო ქართლის მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უნივერსიტეტში არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო, და სადოქტორო პროგრამების შესახებ. დამთვარიელებელთა უმრავლესობას მე-11 და 12-ე კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტენდი, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საინტერესო, მრავალფეროვანი და მაღალპროფესიონალური საგანმანათლებლო შეთავაზების, განსხვავებული დიზაინისა და სახეზე მოხატვის ყველა მსურველისთვის, ამ შესაძლებლობის მიცემის გამო. „კავშირი საქართველოს განვითარებისთვის“ მიერ ორგანიზებული გამოფენა კიდევ ოთხ ქალაქში: თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება და ყოველწლიურ სახეს მიიღებს. გამოფენაში საქართველოში აკრედიტირებული 20-მდე უნივერსიტეტი მონაწილეობს. „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“ მსურველებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს სთავაზობს. ესენია: იურიდიული, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ეკონომიკა, ბიზნესის ფაკულტეტები. ასევე, საერთაშორისო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, განათლების კვლევები და ადმინისტრირება, ადამიანური რესურსების მართვა და სამართლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამები. ეს ის მიმართულებებია, სადაც „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ მომავალ სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ თანამედროვე პრაქტიკული ცოდნა, გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ უნივერსიტეტის პარტნიორ 70-ზე მეტ ორგანიზაციაში.