ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენც, თქვენთან ერთად, ვგლოვობთ
საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
პრემიერმა ფრანგ ხალხს ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ბატონო პრეზიდენტო, შეძრწუნებული ვარ ტერორისტული აქტით, რომელმაც შეძრა პარიზი, საფრანგეთი და მთელი მსოფლიო. ჩემი ხალხის სახელით და პირადად ჩემგან, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი – მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ საფრნგეთის მთავრობის, ფრანგი ხალხისა და დაღუპულთა ოჯახების გვერდში ვართ. ჩვენც, თქვენთან ერთად, ვგლოვობთ! ჩვენ ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ წინ მომაკვდინებელ საფრთხეს, რომელიც ემუქრება მშვიდობასა და ჰუმანიზმს მთელს მსოფლიოში. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ ფრანგი ხალხისთვის“,- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.