ერაყში 80 მოკლული ქალის სამარხი აღმოაჩინეს

ერაყის ქალაქ სინჯარში ქურთმა მოხალისეებმა სამარხი იპოვეს, რომელშიც 80 მოკლული ქალი აღმოაჩინეს. ყველა მოკლული იეზიდი იყო. ქალები, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ დახოცეს. ეს სამარხი რამდენიმე დღის წინ ქურთების მიერ სინჯარის დაკავების შემდეგ იპოვეს და ის სინჯარის ტექნიკურ ინსტიტუტთან რამდენიმე მეტრში მდებარეობდა.
„ამ ხალხის დახოცვა არის იმ დანაშაულთა შორის ერთ-ერთი, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ იეზიდი ქურთების წინააღმდეგ ჩაიდინა“, – განაცხადა ქურთი მოხალისეების წარმომადგენელმა კასიმ სიმომ. ამასთანავე, სიმოს განცხადებით, ქალაქში სულ მცირე 15 ასეთი სამარხი არსებობს. ამჟამად ათასობით იეზიდი ქალი და ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. 2014 წლის აგვისტოს შემდეგ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ათასობით იეზიდი დახოცა. მან ერაყის ჩრდილოეთში ე.წ. გაწმენდის ოპერაცია ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები