პეტრო პოროშენკო: უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება ისევ იძაბება
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება ისევ იძაბება.
როგორც ადგილობრივი მედია პრეზიდენტზე დაყრდნობით წერს, ვითარების ესკალაცია შესამჩნევია და თუ უკრაინელი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, მათ უფლება ეძლევათ, საპასუხო ცეცხლი გახსნან.
პოროშენკოს თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტების ოთხი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს.