გულიკო ზუმბაძე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დღეს 16 ნოემბერია, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე! დღე, რომელსაც მსოფლიო ცივილიზებული სამყარო ყოველწლიურად აღნიშნავს. წელს, ამ დღემ, საფრანგეთის უდიდესი ტრაგედიის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რამდენად ღირებულია მრავალფეროვნება, განსხვავებულობის პატივისცემა და სიყვარული. ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება უსაფრთხო, სადაც რაიმე ნიშნით, მათ შორის პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა შეხედულებების გამო ხორციელდება დისკრიმინაცია.
ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ კულტურათა და ცივილიზიციათა შორის პატივისცემას, დიალოგსა და თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველო და მისი დედაქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობით, თუმცა, ამ მხრივ, ბევრი რამ ჯერ კიდევ მისაღწევია. თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი მოქმედებებით ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ, მიუხედავად მთელი რიგი განსხვავებებისა, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული გაგვაჩნია“, – ნათქვამია გულიკო ზუმბაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები