საფრანგეთის შემდეგ უკრაინის დროშა – სააკაშვილმა პროფილის სურათი შეცვალა
ოდესის გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პროფილის სურათი შეცვალა და საზოგადოებას უკრაინელი ხალხის სოლიდარობისკენ მოუწოდა.
„საფრანგეთში დიდი ტრაგედიაა და ჩვენ – ყველანი სოლიდარულები ვართ, მაგრამ ერთი წუთითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი გმირები ამ დღეებშიც უკრაინის სამხრეთში იღუპებიან. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელებმა საფრანგეთის დროშების შემდეგ უკრაინის დროშები უნდა დააყენონ“, – წერს სააკაშვილი.