საფრანგეთის ელჩი ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საფრანგეთის ელჩი რენო სალენსი პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საქართველოში გამოხატული მხარდაჭერისათვის ქართველ ხალხს მადლობას უხდის.
რენო სალენსის განცხადებით, მან სამძიმარი მიიღო ხელისუფლებისგან, ოპოზიციისგან, რელიგიური ლიდერებისგან, და უბრალოდ ხალხისგან.
მისივე თქმით, თბილისში საფრანგეთის შენობებთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ხვალ კი საკრებულოს შენობაში გაიხსნება სამძიმრის წიგნი. „ყველა აცნობიერებს, რომ ჩვენ მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით. პრობლემაა რომ არავინ იცის, როდის, როგორ და სად იმოქმედებენ ტერორისტები. საფრანგეთი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, საფრანგეთის კულტურა წინააღმდეგობაში მოდის ამ დაჯგუფების იდეოლოგიის ყველა ასპექტთან. საფრანგეთი წარმოადგენს ყველაფერს, რაც იმ ადამიანებს სძულთ. მათ მეომრებსაც კი ვერ ვუწოდებ, რადგან ისინი მხოლოდ უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ. მაგრამ ფრანგი ხალხი ამბობს, რომ ისინი არ შეიცვლებიან, რადგან ფიქრობენ, რომ მათ ასეთი ადამიანები არ უნდა კარნახობდნენ როგორ იცხოვრონ,“ – აცხადებს რენო სალენსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები