„ისლამური სახელმწიფო“ ახლა ვაშინგტონზე დარტყმებით იმუქრება

„ისლამური სახელმწიფო“ ინტერნეტში ახალ ვიდეოს ავრცელებს. მასში ისლამისტები კოალიციის ქვეყნებს ემუქრებიან, რომლებიც მათ პოზიციებზე ავიადარტყმებს ახორციელებენ, ასევე ტერორისტები ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობას აპირებენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„სახელმწიფოები, რომლებიც ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობენ, იმას მიიღებენ, რაც საფრანგეთმა მიიღო“, – ნათქვამია მიმართვაში.
როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით გავრცელდა, ჯერჯერობით რთულია იმის დადგენა, დგას თუ არა მის უკან, მართლაც, ეს ორგანიზაცია. მანამდე „ისლამურმა სახელმწიფომ“ პარიზში 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები