პარიზის მუზეუმებმა მუშაობა განაახლეს
საფრანგეთში, პარიზის მუზეუმებმა და სხვა კულტურულმა ობიექტებმა მუშაობა განაახლეს.
პარიზის კულტურული ობიექტები, მათ შორის ლუვრის მუზეუმი, დამთვალიერებლებისთვის, ტერორისტული აქტების შემდეგ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაიხურა.
პარიზის კულტურული ობიექტები ადგილობრივი დროით 13:00 საათზე წუთიერი დუმილის შემდეგ გაიხსნა.
13 ნოემბრის ტერაქტებმა პარიზში 129 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.