თბილისის მერია სტუდენტებს სტაჟირების პროგრამას სთავაზობს

დედაქალაქის მერიაში სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, „დაიწყე კარიერა“ პროგრამის პრეზენტაცია მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შედგა. პროგრამის ფარგლებში თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მათი განათლების პროფილისა და პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით, სთავაზობს სამთვიანი პრაქტიკის გავლას მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში. .

თბილისის მერიის ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტთა ზოგადი დადარგობრივი კომპეტენციების სრულყოფას დამათმომზადებასდასაქმებისადაკარიერულიზრდისთვის. ამეტაპზე განსაზღვრულია 600-მდე სტუდენტის პროფესიული პრაქტიკა.

პროგრამა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლილექვინაძემ წარადგინა. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების დასაქმებას საჯარო სამსახურში.

„მერიის ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებას, გულისსხმობს მერიის დაქვემდებარებულ შპს-ებში, და აიპ-ებში დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სტაჟირებას. პირველ ეტაპზე ჩვენ სამთვიანი სტაჟირების საშუალებას მივცემთ 600-მდე სტუდენტს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, გია შერვაშიძის განცხადებით, თბილისის მერიის ინიციატივა წინგადადგმული ნაბიჯია, რათა მოხდეს სტუდენტის დაკავშირება მომავალ დამქირავებელთან. სტაჟირების პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მერიის დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტაჟირების მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა, რომელიც სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმებთან ერთად მერიის ვებ-გვერდზე : www.tbilisi.gov.ge მომავალ კვირაში განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები