დავით ებრალიძემ გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გერმანიის ყოფილი ფედერალური კანცლერის, ჰელმუტ შმიდტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ბეტინა კადენბახს და გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა.
შეგახსენებთ, რომ ჰელმუდ შმიდტს გერმანიის კანცლერის თანამდებობა 1974-1982 წლებში ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები