Anonymous-ის ჰაკერები „ისლამურ სახელმწიფოს“ შურისძიებით ემუქრებიან – ვიდეო

ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ პარიზში მოწყობილი ტერაქტების გამო შურისძიებით ემუქრება. ამის შესახებ ტელეარხი BFM იუწყება. შესაბამისი მიმართვა YouTube-ზე ფრანგულ ენაზე გაჩნდა. მასში ნათქვამია, რომ „პარიზის ტერაქტები დაუსჯელი არ დარჩება“. ჰაკერები „ბოევიკებზე“ ნადირობის დაწყებასაც აპირებენ. მიმართვას ფრანგულ ენაზე კითხულობს ადამიანი, რომელსაც გაი ფოქსის ნიღაბი უკეთია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები